ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" გაიხსნა

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.

გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია" | 1919-1921, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.